დიმიტრი პესკოვი: იმედი გვაქვს, რომ სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მუშაობას გააგრძელებს

დიმიტრი პესკოვი: იმედი გვაქვს, რომ სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მუშაობას გააგრძელებს

ვწუხვართ, რომ სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ მინსკის სამიტში, და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი ორგანიზაციაში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვწუხვართ, რომ სომხეთი არ იქნება წარმოდგენილი მაღალ დონეზე ხვალინდელ სამიტზე. იმედი გვაქვს, რომ სომხური მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები ექსპერტების დონეზე. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.