არგენტინის არჩეული პრეზიდენტი: ქვეყანას ჰიპერინფლაცია ემუქრება, იმიტომ რომ წინა ხელმძღვანელობა ფასებს ხელოვნურად წევდა ქვემოთ

არგენტინის არჩეული პრეზიდენტი: ქვეყანას ჰიპერინფლაცია ემუქრება, იმიტომ რომ წინა ხელმძღვანელობა ფასებს ხელოვნურად წევდა ქვემოთ

არგენტინას ჰიპერინფლაცია ემუქრება, იმიტომ რომ ქვეყნის წინა ხელმძღვანელობა ფასებს ხელოვნურად წევდა ქვემოთ, - ამის შესახებ La Nacion-თან ინტერვიუში ქვეყნის არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი დასახელების საქონელზე ფასის ზრდის შეჩერების ხარჯზე მისი წინამორბედი ალბერტო ფერნანდესი ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა.

„არგენტინის ისტორიაში ყველაზე ცუდი კრიზისის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. დაგვჭირდება ბიუჯეტის კორექტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობის 95%-ს სიღარიბე ემუქრება“, - აღნიშნა მილეიმ.