ჩრდილოეთ კორეა კოსმოსში სამხედრო სადაზვერვო სატელიტის გაშვების შესახებ იტყობინება

ჩრდილოეთ კორეა კოსმოსში სამხედრო სადაზვერვო სატელიტის გაშვების შესახებ იტყობინება

ჩრდილოეთ კორეა მესამე ცდაზე კოსმოსში სამხედრო სადაზვერვო სატელიტის წარმატებით გაშვების შესახებ იტყობინება. ამის შესახებ BBC წერს.

„სატელიტი, სახელად Malligyong-1 ზუსტად გავიდა ორბიტაზე. მის გაშვებას ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდებოდა“, - აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომლის ფარგებლშიც მოსკოვი ფხენიანს კოსმოსურ პროგრამაში დახმარებას დაჰპირდა.

სამხრეთ კორეაში ამ ეტაპზე ფხენიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ კორეამ დახმარება რუსეთისგან მიიღო.

მომხდარი ასევე დაგმეს გაერომ, აშშ-მა და იაპონიამ. კოსმოსში სამხედრო სადაზვერვო სატელიტის გაშვების წარუმატებელი მცდელობები მიმდინარე წლის მაისსა და აგვისტოში დაფიქსირდა.