უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს და მისი სამშვიდობო გეგმა განიხილოს.
„მოდით, შევხვდეთ და მივცეთ შესაძლებლობა, გვაჩვენოს, თუ რას ითვალისწინებს მისი მშვიდობის ფორმულა. თუ მას აქვს მშვიდობის მიღწევის კონკრეტული გეგმა, შეუძლია, გამიზიაროს. კი, ჩვენ შეგვიძლია ომის შეჩერება, თუ რუსეთს ყირიმსა და დონბასს გადავცემთ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ასეთი სამშვიდობო გეგმისთვის მზად არ იქნება, ეს არაა სამშვიდობო გეგმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.