„ნაციონალურ მოძრაობას“ რამე სიკეთე თუ სურს ქვეყნისთვის, ერთადერთი მანიფესტი, რასაც ხელი უნდა მოაწერონ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ („ნაციონალურ მოძრაობას“) 20 წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ბოროტების, ზიზღის, ბოღმის, წამების, ადამიანის ღირსების აყრის გარდა არაფერი მოუტანიათ ამ ქვეყნისთვის. 20 წელია საქართველოს ემტერებიან და შექმნილი აქვთ ანტიქართული პლატფორმა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დამატებითი ბერკეტები და ძალადობდნენ სახელისუფლებო ბოროტებით, ახლა არიან ოპოზიციაშია და ძალადობენ სიტყვიერად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.