პაატა მანჯგალაძე: ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, არ გამოვრიცხავ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი ვიხილოთ

პაატა მანჯგალაძე: ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, არ გამოვრიცხავ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი ვიხილოთ

მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკის ინტერესი და ეს ძალიან კარგია, ცუდი არ არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ის, რა სიმბოლური ფუნქციებიც აქვს, იმასაც ვადაც ეწურება, თან დროც გადის, თან ერთგვარი შეზღუდვებიც აქვს და, ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, ის ვიხილოთ რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი. არსებობს ძალები, სადაც სალომე ზურაბიშვილიც სიამოვნებით მივა და ის ძალებიც სიამოვნებით მიიღებენ“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.