საფუძველი არ მაქვს, ვივარაუდო, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე ალიანსს შეკრავს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების ჩატარების პროცესში ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს როლი აქვს შესასრულებელი არჩევნების კონტექსტში, როგორც პრეზიდენტს და არა როგორც სხვა ფუნქციის მქონეს. საფუძველი არ მაქვს, ვივარაუდო, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე ალიანსს შეკრავს“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.