შალვა პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის პროექტი არის საკმაოდ მოცულობითი, დეტალური და ვიტყოდი, რომ არის ძალიან სერიოზული ნამუშევარი, ევროკომისიასთან შეთანხმებით

შალვა პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის პროექტი არის საკმაოდ მოცულობითი, დეტალური და ვიტყოდი, რომ არის ძალიან სერიოზული ნამუშევარი, ევროკომისიასთან შეთანხმებით

დეოლიგარქიზაციის პროექტი არის საკმაოდ მოცულობითი, დეტალური და ვიტყოდი, რომ არის ძალიან სერიოზული ნამუშევარი, ევროკომისიასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პროექტი შემუშავდა სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის, ევროკომისიასთან თანამშრომლობითა და გაცვლით. ხვალაც გვექნება ამ საკითხის განხილვა არასამთავრობო სექტორთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმასთან დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში და არის საკმაოდ მოცულობითი, დეტალური და ვიტყოდი, რომ არის ძალიან სერიოზული ნამუშევარი მათ შორის, ევროკომისიასთან შეთანხმებით. თუ შეადარებთ მოლდოვის სამოქმედო გეგმას, ნახავთ, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ბევრად უფრო დეტალური, ღრმა და მოცულობითია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მალე დაამტკიცოს ეს გეგმა და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ გეგმის განხორციელებაზე გადავიდეთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.