ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ქუდი აუქციონზე 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა

ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ქუდი აუქციონზე 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა

ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ქუდი პარიზში, Osenat-ის აუქციონზე 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

თავდაპირველად ექსპერტები ლოტის სავარაუდო ფასად 600-800 ათას ევროს ასახელებდნენ.

ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ქუდის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.