ჯო ბაიდენმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა

ჯო ბაიდენმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრადიციის თანახმად, მადლიერების დღესთან დაკავშირებით 2 ინდაური შეიწყალა. როგორც CNN-ი წერს, წელს ლიბერთისა და ბელს გაუმართლათ.

მადლიერების დღეს უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. მადლიერების დღეს აშშ-ში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.

ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ამ დღეს აშშ-ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ინ­და­უ­რი, თუმ­ცა თეთრ სახ­ლში 1940 წლი­დან ინ­და­უ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბის ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდა.

1940-ია­ნე­ბის შუა წლებ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ჰარი ტრუ­მენს ეკა­ვა. მა­შინ მან პირველად შეიწყალა დასაკ­ლა­ვად გან­წი­რუ­ლი ინ­და­უ­რი. შემ­დეგ ტრუ­მენს სხვა პრეზიდენტებმაც მი­ბა­ძეს, თუმ­ცა ცე­რე­მო­ნი­ას ოფიცი­ა­ლუ­რი სახე მხო­ლოდ ჯორჯ ბუ­შის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს მის­ცეს.