ილჰამ ალიევი: სომხეთმა მომავალი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს და არა რეგიონიდან შორს მდებარე ქვეყნების ამბიციებზე დაყრდნობით

ილჰამ ალიევი: სომხეთმა მომავალი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს და არა რეგიონიდან შორს მდებარე ქვეყნების ამბიციებზე დაყრდნობით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა მომავალი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს და არა რეგიონიდან შორს მდებარე ქვეყნების ამბიციებზე დაყრდნობით.

"საერთაშორისო ზეწოლა გავლენას ვერ იქონიებს აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის მთავრობის ნებაზე. ახლა სომხეთი იყენებს თავის დიასპორას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის. მაგრამ მათი ქმედებები იქნება არაეფექტური. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია საღ აზრსა და ისტორიულ სამართლიანობაზე", - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.