აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხავიერ მილეის არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავ ხავიერ მილეის. მთელი მსოფლიო უყურებდა [ამ არჩევნებს]! ძალიან ვამაყობ შენით. [...] ნამდვილად აქცევ არგენტინას კვლავ დიად სახელმწიფოდ!" - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ მილეიმ ამომრჩეველთა 55%-ის მხარდაჭერა მიიღო. მისმა ოპონენტმა, ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასამ მილეის გამარჯვება შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე მიულოცა.