გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გამოუცხადებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

როგორც გერმანიის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში ვიზიტის მიზანი ბერლინის მხრიდან მხარდაჭერის დადასტურებაა. მთავარი თემები უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება იქნება.

მანამდე უკრაინის დედაქალაქს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი სტუმრობდა.