იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„იმედის“ მეშვეობით, საქართველოს ის უდიდეს ნაწილი, რომელსაც სააკაშვილის დიქტატურის ქვეშ ყოფნა არ სურდა, საკუთარ აზრს გამოთქვამდა. ეს იყო და ეს! სხვა „ბრალი“ ბადრი პატარკაციშვილს არ მიუძღვის. სწორედ ეს გახლდათ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ასე სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მედიას და მიიტაცეს იგი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ 2007 წელს არეულობა მათ რუსმა ოლიგარქმა, პატარკაციშვილმა მოუწყო.