ბექა ოდიშარია: 7 ნოემბერი დააბრალო ბადრი პატარკაციშვილს, მორიგი უსინდისობაა, მაგრამ სააკაშვილისგან ეს არ მიკვირს

ბექა ოდიშარია: 7 ნოემბერი დააბრალო ბადრი პატარკაციშვილს, მორიგი უსინდისობაა, მაგრამ სააკაშვილისგან ეს არ მიკვირს

7 ნოემბერი დააბრალო ბადრი პატარკაციშვილს, მორიგი უსინდისობაა, - თქვა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„7 ნოემბერი როგორ შეიძლება იყოს ადამიანის ბრალი, რომლის მიზეზითაც შეიჭრნენ მის საკუთრებაში. არ დაინდეს არც ჟურნალისტები, არც ოპერატორები, არც ტექნიკური პერსონალი. ეს დააბრალო ბადრი პატარკაციშვილს, მორიგი უსინდისობაა, მაგრამ სააკაშვილისგან არ მიკვირს“, - განაცხადა ოდიშარიამ.

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე პირველ ჩვენებას დაუბრუნდა და აქციის ძალადობრივად დარბევა და „იმედში“ შეჭრა ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით ახსნა.