დავით მათიკაშვილი: თემურ ალასანიას შეხედულებები, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საოცრად ჰგავს და ესადაგება ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებებს

დავით მათიკაშვილი: თემურ ალასანიას შეხედულებები, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საოცრად ჰგავს და ესადაგება ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებებს

თემურ ალასანიას შეხედულებები, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საოცრად ჰგავს და ესადაგება ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თემურ ალასანიას შეხედულებები, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საოცრად ჰგავს და ესადაგება ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებებს. გაგიკვირდებათ და სწორედ იგივე მოსაზრებები უწერია ადოლფ ჰიტლერს თავის წიგნში. „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს და ცდილობს მთელს მსოფლიოში ქართველი ხალხის ნაწილის სახელით ილაპარაკოს, რაც არის სრული აბსურდი. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ამ ადამიანებმა [„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა] ვერც ჭკუა ისწავლეს, არც ცდილობენ, რომ ისე მაინც ჩამოაყალიბონ საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგია, სადაც საკუთარი ქვეყნისთვის არ იქნება დამოკლეს მახვილივით საფრთხეები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს. 2008 წელი იყო ამის კარგი მაგალითი, როდესაც დიდი პროვოკაცია მოხდა საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ გადაეშვა ამ პროვოკაციაში და შედეგად მივიღეთ ის, რომ იარაღის ჟღარუნით დროებით დაიკარგა ტერიტორიების დიდი ნაწილი და ჩვენს ხელისუფლებას 2012 წელს ძალიან ცუდი ვითარება დახვდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

 

ცუგო- რა გიკვირთ? ვანო რომ გამოვიდა ციხიდან ჰიტლერის წიგნიდან გაააკეთა ციტირება
1 წლის უკან