მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე: 2007 წელს არეულობა თბილისში რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა მოგვიწყო

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე: 2007 წელს არეულობა თბილისში რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა მოგვიწყო

2007 წელს არეულობა, რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა მოგვიწყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„7 ნოემბრის საქმეზე“ ექსპრეზიდენტი პირველ ჩვენებას დაუბრუნდა. პატიმარი პაციენტი, აქციის ძალადობრივად დარბევას და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით ხსნის.

საკუთარი განცხადების გაკეთების შემდეგ სააკაშვილმა „ვივამედის“ პალატიდან სიგნალი გათიშა.