„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ „იმედში“ შეჭრა იყო ძალიან დიდი შეცდომა, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„„იმედში“ შეჭრას არავითარი მოტივი, თუ შესაძლო საფრთხეები არ ამართლებს და შეუძლებელია ეს გამართლებული იყოს ოდესმე“, - აღნიშნა გოცირიძემ.
„2007 წელს არეულობა, რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა მოგვიწყო“, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმის სასამართლო განხილვაზე გააკეთა. ექსპრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმეზე პირველ ჩვენებას დაუბრუნდა. პატიმარი პაციენტი აქციის ძალადობრივად დარბევას და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით ხსნის.