მამუკა მდინარაძე: ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რომ ბოლომდე „ნაცების“ მესიჯ ბოქსში ჩამჯდარიყო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება

მამუკა მდინარაძე: ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რომ ბოლომდე „ნაცების“ მესიჯ ბოქსში ჩამჯდარიყო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ფოტო: „ქართული ოცნება“

წინა სტატია
ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რომ ბოლომდე „ნაცების“ მესიჯ ბოქსში ჩამჯდარიყო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილზე.

„ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს იმისათვის, რომ ბოლომდე „ნაცების“ მესიჯ ბოქსში ჩამჯდარიყო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება. მეტი ყველაფერი ნაკადრები ჰქონდა უკვე. ესეც იკადრა, სამწუხაროდ. დაავიწყდა მთავარი - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის დამსახურებებს, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი და განსაკუთრებული როლი ითამაშა. ადამიანს პირადად რომ იცნობ, კომენტარის გაკეთების დროს მასზე, უხერხულობები იქმნება ხოლმე. როდესაც არ იცნობ, უფრო თამამად შეიძლება გააკრიტიკო. ადამიანი, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში უდიდესი როლი შეასრულა, ისე მოიხსენია ოლიგარქად, თვალიც არ დაუხამხამებია. ალბათ ეს მეტყველებს მის [ზურაბიშვილის] გარკვეულ თვისებებზე“, -აღნიშნა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.