ხათუნა სამნიძე: ცალკეული პარტიების განცხადებები, რომ ჩვენ მაინც გადავლახავთ ბარიერს, არ მგონია პოლიტიკურად სწორი იყოს

ხათუნა სამნიძე: ცალკეული პარტიების განცხადებები, რომ ჩვენ მაინც გადავლახავთ ბარიერს, არ მგონია პოლიტიკურად სწორი იყოს

ცალკეული პარტიების მხრიდან განცხადებები, რომ ჩვენ მაინც გადავლახავთ ბარიერს, არ მგონია იყოს პოლიტიკურად სწორი,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„მე არ მგონია, იქიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ თუ ვის რისი გადალახვის შესაძლებლობა აქვს. დაბალი ბარიერი ნიშნავს მომავალ პარლამენტში მრავალპარტიულობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცალკეული პარტიების მხრიდან განცხადებები, რომ ჩვენ მაინც გადავლახავთ ბარიერს, არ მგონია იყოს პოლიტიკურად სწორი“, - აღნიშნა სამნიძემ.

მმართველ გუნდში საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად გაცოცხლებულ თემას უწოდებენ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალები რევოლუციური გეგმების გარეშე დარჩნენ და ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხით, სპეკულაციების მოწყობას ცდილობენ.