ბექა ლილუაშვილი: ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, ის არის მავნებელი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს მტრობს

ბექა ლილუაშვილი: ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, ის არის მავნებელი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს მტრობს

ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, ის არის მავნებელი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს მტრობს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლარიზაცია სერიოზული საფრთხეა და კრიზისის მომტანია.

„ვისაც გახლეჩილი, დაპირისპირებული საქართველო ურჩევნია, ის არის მავნებელი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს მტრობს, მათ შორის ასეთი განცხადებებით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია სერიოზული საფრთხეა და კრიზისის მომტანია. წარმოდგენა არ ჰქონია თურმე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ნაწილზე“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.