არ ვაპირებ თემურ ალასანიას კომენტირებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„მე არ ვარ თემურ ალასანიას არც სპიკერი და არც წარმომადგენელი. შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ. არ ვაპირებ მის კომენტირებას. შეგიძლიათ დაურეკოთ თვითონ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.