ბექა დავითულიანი ალასანიას განცხადებაზე: ყველამ უნდა დააძალოს თავის თავს, რომ ცოტა მეტი იფიქროს, სანამ ასეთ მკვახე ან მძიმე განცხადებებს გააკეთებენ

ბექა დავითულიანი ალასანიას განცხადებაზე: ყველამ უნდა დააძალოს თავის თავს, რომ ცოტა მეტი იფიქროს, სანამ ასეთ მკვახე ან მძიმე განცხადებებს გააკეთებენ

ბექა დავითულიანმა თემურ ალასანიას განცხადება შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ექსპრეზიდენტის ბიძის მოსაზრებას ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნებაზე უპასუხისმგებლო უწოდა.

„თემურ ალასანიას ალბათ ვერ მოვთხოვთ, რომ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მაგრამ როდესაც აფხაზებსა და ოსებზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ჩემი აზრით, ყველამ უნდა დააძალოს თავის თავს რომ ცოტა მეტი იფიქროს, სანამ ასეთ მკვახე ან მძიმე განცხადებებს გააკეთებენ.

თან ერთი მხრივ ამტკიცებენ - „არა, რა სისულელეა, ომი ვის უნდოდა“, მეორე მხრივ დგანან და ამბობენ, ომის გარეშე ვერ დავიბრუნებთო ამბობენ. იქით მხარეს ხალხი გვისმენს. ყოველი ასეთი სულელური, უპასუხისმგებლოდ გაკეთებული განცხადება აღქმული არის ძალიან მწვავედ, იმიტომ რომ იქ არავინ იცის, რომ თემურ ალასანიას საბედნიეროდ არავინ არაფერს ეკითხება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დავითულიანმა.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს

amo ფიქრს აპარატი სჭირდება
1 წლის უკან