სტრიმინგმა Prime Video სერიალის „მისტერ და მისის სმიტი“ პრემიერის თარიღი გამოაცხადა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუ, რომელშიც მთავარ როლებს დონალდ გლოვერი და მაია ერსკინი ასრულებენ, ეკრანებზე 2024 წლის 2 თებერვალს გამოვა. სერიალის რვავე ეპიზოდი მაყურებლისთვის ერთდროულად გახდება ხელმისაწვდომი.
„მისტერ და მისის სმიტი“ ამავე სახელწოდების 2005 წლის ფილმის რიმეიქია. სურათში მთავარო როლებს ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ასრულებდნენ. სიუჟეტის მიხედვით, მეუღლეები ჯონი და ჯეინი ორი კონკურენტი სააგენტოს კილერები არიან და მათ ერთმანეთის მოკვლას დაავალებენ.