აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელი X-ზე წერს.
„ჩამოვედი კიევში, რათა შევხვდე უკრაინელ ლიდერებს. აქ ვარ, რათა გავახმოვანო მნიშვნელოვანი გზავნილი - აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ახლაც და მომავალშიც“, - წერს ოსტინი.