სახლი, რომელშიც ფრენკ სინატრა ცხოვრობდა, 8,9 მილიონ დოლარად იყიდება

სახლი, რომელშიც ფრენკ სინატრა ცხოვრობდა, 8,9 მილიონ დოლარად იყიდება

კალიფორნიაში, ვესტ-ჰილზში მდებარე სახლი, რომელშიც 8 წლის განმავლობაში ლეგენდარული მომღერალი ფრენკ სინატრა ცხოვრობდა, 8,995 მილიონ დოლარად იყიდება.

სახლს 4 საძინებელი და 6 საპირფარეშო აქვს, მისი საერთო ფართობი 618 კვადრატული მეტრია, პროექტის ავტორი კი ცნობილი არქიტექტორი უილიამ პერეირაა.

სახლი 1949-1951 წლებში აშენდა.