როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში სახლში გადაიყვანეს, სადაც ის ჰოსპისის მკურნალობას მიიღებს

როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში სახლში გადაიყვანეს, სადაც ის ჰოსპისის მკურნალობას მიიღებს

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში სახლში გადაიყვანეს, სადაც ის ჰოსპისის მკურნალობას მიიღებს. ამის შესახებ BBC „კარტერ ცენტრზე“ (Carter Center) დაყრდნობით იტყობინება.

„როზალინ კარტერი და ჯიმი კარტერი დროს ერთმანეთისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარებენ“, - აღნიშნულია Carter Center-ის განცხადებაში.

როზალინ კარტერს მიმდინარე წლის მაისში დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. მისმა 99 წლის მეუღლემ, ექსპრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა თებერვალში მკურნალობა შეწყვიტა და მას შემდეგ ასევე სახლში ჰოსპისის მკურნალობას იღებს.

მიმდინარე წლის ივლისში კარტერების ქორწინებიდან 77 წელი შესრულდა. ჯიმი კარტერი პრეზიდენტის თანამდებობას 1977-1981 წლებში იკავებდა. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ისინი ცხოვრობენ ჯორჯიის ქალაქ პლეინსში, სადაც ისინი დაიბადნენ, იქორწინეს და ჯიმი კარტერის პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ცხოვრობდნენ.