ბრიტნი სპირსმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელისგან თავს შორს დაიჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
41 წლის მომღერლის ახლახან გამოცემულ მემუარებს, სახელად „ქალი ჩემში“ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც ბრიტნიმ სოციალურ ქსელში თავისი ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც თან პოსტი დაურთო.
„როგორც ჩანს ძალიან ხშირად ვაქვეყნებ პოსტებს. ასე რომ ამ თვეში თავს შევიკავებ და მხოლოდ წარსულსა და მომავალზე დავპოსტავ!!! ეს აპრილის ვიდეოა... იმედია კარგი კვირა გაქვთ“, - დაწერა ვარსკვლავმა.