ლონდონში დადგამენ მიუზიკლს „გვინეტი თხილამურებზე სრიალებს“. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მას საფუძვლად ერთ-ერთ სამთო-სათხილამურო კურორტზე მსახიობ გვინეტ პელტროუს ოფთალმოლოგ ტერი სანდერსონთან შეჯახება და ამ ინციდენტის სასამართლო განხილვა დაედება.
„ის არის კომპანია Goop-ის დამფუძნებელი, აღებს ყველა კარს, უყვარს შექსპირი, ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი, რომელიც გამიზნულად არ შედის ურთიერთობებში. ის კი პენსიონერი ოფთალმოლოგი იუტიდან. 2016 წელს, დირ-ველის ფერდობებზე მათი სამყარო ერთმანეთს შეეჯახა, პირდაპირი მნიშვნელობით. შვიდი წლის შემდეგ, 2023 წელს მათ ერთმანეთს სასამართლოში უჩივლეს“, - აღნიშნულია შოუს აღწერაში.
სპექტაკლი თეატრში The Pleasance Theatre 13-დან 23 დეკემბრამდე ყოველდღიურად გაიმართება. შოუს მაყურებლები ნაფიცი მსაჯულების როლს შეასრულებენ. ბილეთების ღირებულება 15-22 გირვანქა სტერლინგი იქნება.
პელტროუმ სასამართლო პროცესი მოიგო და $1 მიიღო, თუმცა სანდერსონი ამტკიცებდა, რომ შეჯახებაში სწორედ მსახიობი იყო დამნაშავე და მისგან კომპენსაციის სახით 300 ათას დოლარს ითხოვდა.