ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის კანონს, რომელიც უკრაინის და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე დოკუმენტი ამერიკის სენატმა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ორივე პალატამ კანონი მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად მიიღო.