საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გურიის რეგიონის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გურიის რეგიონის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 300-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელა და პედაგოგების პოზიციები მოისმინა სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორებიცაა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თითოეულ პედაგოგს საშუალება ჰქონდა მისთვის საინტერესო საკითხზე პირადად მინისტრისგან მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია.

მასწავლებლებთან შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ნათია გოლიაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ.