ლანჩხუთში  კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

ლანჩხუთში  კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთში მდებარე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა, რომელიც 250 სტუდენტზეა გათვლილი.

მულტიპროფილური სასწავლებლის თანამედროვე ტიპის შენობა სრულად შეესაბამება სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე.

სასწავლებელი სრულად აღჭურვილია სასწავლო და საოფისე ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით; ინტეგრირებული პროგრამებისთვის შესაბამისი მეცნიერული და პრაქტიკული სწავლების ლაბორატორიებით: ელექტროობის, ქიმია-ფიზიკის, სამკერვალო, სასტუმრო, თმის მომსახურების და ვებტექნოლოგიების ლაბორატორიებით.