რომან გოცირიძე: საარჩევნო ბარიერის დაწევას ოპოზიცია კი არ ითხოვს სისუსტის გამო, ამას ჩვენი ამომრჩევლები ითხოვენ

რომან გოცირიძე: საარჩევნო ბარიერის დაწევას ოპოზიცია კი არ ითხოვს სისუსტის გამო, ამას ჩვენი ამომრჩევლები ითხოვენ

საარჩევნო ბარიერის დაწევას ოპოზიცია კი არ ითხოვს სისუსტის გამო, ამას ჩვენი ამომრჩევლები ითხოვენ, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის გადახედვას არ აპირებს, ეს არ არის ასე. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კონსტიტუცია, რომელიც აგერ ინახება. კონსტიტუცია პირველი მოსმენითაა მიღებული, რომელსაც მხარი დაუჭირა ოპოზიციამ, „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო ვალდებულება მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და როდესაც მთავარი მოთხოვნა მომავალი ვალდებულებების შესრულებისა არის არჩევნების სამართლიანად და კონკურენტუნარიანად ჩატარება, ბუნებრივია, ერთ-ერთი საკითხი ბარიერი იქნება. ამას ოპოზიცია კი არ ითხოვს სისუსტის გამო, ამას ჩვენი ამომრჩევლები ითხოვენ“, - აღნიშნა გოცირიძემ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას არ აპირებს, ოპოზიციას კი ხუთპროცენტიანი ბარიერის ეშინია. ოპოზიციის უმრავლესობამ იცის, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ვეღარ მოხვდება და ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას გეგმავს.

 

trampi ქაჯი
მერე ის ,,ხალხი,, შენ რომ ამბობ ვისთვის ითხოვს ბარიერის დაწევას?/
როგორც მათხოვარისთვის შენთვის ხოოო??
ორჯერ ქაჯი
1 წლის უკან