ირაკლი კობახიძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თანამდებობაზე წარმატებები უსურვა

ირაკლი კობახიძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თანამდებობაზე წარმატებები უსურვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ირაკლი კობახიძემ ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.