ბრედ პიტმა და ინეს დე რამონმა ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურეს. ამის შესახებ Pagesix წერს. შეყვარებულმა წყვილმა ერთი წლის შემდეგ ურთიერთობას სახელი დაარქვა.
„ეს ბრედის პირველი ნამდვილი ურთიერთობაა განქორწინების შემდეგ. იგი რამონს საზოგადოებას შეყვარებულის სტატუსით აცნობს“, - განუცხადა გამოცემას მსახიობთან დაახლოებულმა პირმა.
წყაროს თქმით, პიტი რამონთან ძალიან ბედნიერია. წყვილი საზოგადოებაში ერთად სულ ახლახან LACMA Art+Film Gala-ს მეთორმეტე ცერემონიაზე გამოჩნდა.