ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დღეს ერთმანეთ სან-ფრანცისკოში შეხვდებიან. ისინი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი უკვე ამერიკაშია.
სი ძინპინი აშშ-ს ბოლოს 2017 წელს სტუმრობდა, მისი და ბაიდენის შეხვედრა კი გასულ წელს ბალიში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.