გერმანიაში მემანქანეებმა 20-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს

გერმანიაში მემანქანეებმა 20-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს

მემანქანეთა გერმანულმა პროფკავშირმა 20-საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა გამოაცხადა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა მთელ ქვეყანაში შეფერხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

პროფკავშირი მემანქანეების თვიური ხელფასის 555 ევროთი გაზრდას და მათთვის ინფლაციის გამო, 3000 ევროს ოდენობის ერთჯერადი კონპესაციის გადახდას მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი სამუშაო დროის შემცირების მოწოდებით გამოდიან.