სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გადასცემს. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავდროულად აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი უკრაინას „ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს“ სთავაზობს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინისთვის $43 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი არ მიიღო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეწყვეტს სამხედრო დახმარებას უკრაინაში. ეს იყო პოლიტიკოსის ერთ -ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. რობერტ ფიცოს პარტიამ, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია, 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.