ანდრიი ერმაკი ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდა

ანდრიი ერმაკი ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა და ერმაკმა განიხილეს ფრონტზე შექმნილი ვითარება და ზამთრისთვის მზადება, კერძოდ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება და საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება.

უკრაინული მხარის ცნობით, იერმაკმა მადლობა გადაუხადა თეთრ სახლს, კონგრესის ორივე პალატას და მთელ ამერიკელ ხალხს უპრეცედენტო დახმარებისთვის და განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გამარჯვების დასაახლოებლად.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერებაზე და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენების მექანიზმის შემუშავებაზე.