ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის რ.ჰ-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 1657,27 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის 6 შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები ტანსაცმელში მალულად ჰქონდა განთავსებული. ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 163 108,47 შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.