საფრანგეთის დედაქალაქში ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქციის ინიციატორები საფრანგეთის პარლამენტის პალატების სპიკერები არიან, რომლებმაც მოსახლეობას რესპუბლიკის ღირებულებებისადმი მხარდაჭერის გამოხატვისკენ მოუწოდეს.
აქციაში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც მსვლელობას არ დასწრებია, განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს პატივისცემით მიესალმება.