ორსულებში წელის ტკივილი შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა პერიოდში. ძირითადად, ეს დისკომფორტი ნაყოფის ზრდასთან ერთად მეორე ტრიმესტრიდან ვლინდება. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ორსული ქალების უმეტესობა ბოლო თვეებში დგომის დროს უკან იხრება. ამ დროს ხერხემლის კუნთები შედარებით ძლიერად მუშაობს და შესაბამისად, მეტია ტკივილიც. დისკომფორტის შესამსუბუქებლად რამდენიმე ბუნებრივი და ეფექტური საშუალება არსებობს:
- ვარჯიში;
- ცურვა;
- ფეხით სეირნობა;
- დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება;
- სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება;
- საორსულე წელის კორსეტების გამოყენება.
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვაში” საორსულე წელის კოსეტების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილი ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული საორსულე სარტყელი უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგდამჭერიც აქვს და ხერხემლის არეში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. საორსულე ბანდაჟის გამოყენება კი ზურგის კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს და მუცლის დაწევას უშლის ხელს. მისი დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის მიდამოს გაძლიერებას. გარდა იმისა, რომ წელის კორსეტები ორსულებისთვის ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქებას უწყობს ხელს და ქალებს სხვა პრობლემების დაძლევაშიც ეხმარება, ის ასევე ორსულებში ხერხემლის სხვადასხვა დაავადების განვითარების პრევენციასაც ახდენს. სასურველია, რომ ამ პროდუქციის გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და მისი დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ შერჩეული პროდუქტი.