მთელი დღის განმავლობაში ერთ პოზაში ჯდომა ხერხემალზე დატვირთვას ზრდის - ეს კი, თავისთავად, წელის არეში ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. კომპიუტერთან საათობით გატარებული დრო ხერხემალზე ცუდად აისახება, ამიტომ ეცადეთ, რომ სამუშაო საათებში ჯდომისას სწორი პოზიცია შეარჩიოთ და შესვენებაზე მსუბუქი ვარჯიში შეასრულოთ - ეს წელის ტკივილს შეამცირებს. გარდა ამისა, დისკომფორტის შესამცირებლად და მკურნალობის მიზნით, პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ წელის ქამრებს. ეს პროდუქტი ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში მაქსიმალურ ეფექტს იძლევა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- წელის კორსეტი მეტალის ჩანართებით - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან. 26 ან 32 სმ სიმაღლის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს წელის არის სრულ იმობილიზაციას და ეფექტურ ფიქსაციას. გამოიყენება წელის მალების მოტეხილობის, მალთა-შუა დისკის თიაქრისა და სხვა ტიპის დაზიანებების დროს.
- ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები მთლიანი ხერხემლის სიგრძეზე. გამოიყენება მალების მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.
- წელის სტანდარტული კორსეტი - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და აქვს პლასტმასის ჩანართები. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.
წელის ქამრების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები, თბილისის გარდა, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.