მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ უკვე ათეული წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მეწარმეებსა და ფერმერებს უწყობს ხელს განვითარებასა და გაფართოებაში. კომპანიის მიზანია მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ომხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება, საქმიანობაში კი ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების ინტეგრაცია, როგორიცაა გამჭვირვალობა და პასუხიმგებლობა.
სხვადასხვა სერვისებთან ერთად „ემბისი“ მომხმარებელს სთავაზობს ვალუტის გადაცვლის კომფორტულ, მოსახერხებელ და მომგებიან სერვისს.
ჩნდება კითხვა - რატომ არის „ემბისი“-ში ვალუტის გადაცვლა უფრო ხელსაყრელი? ირგვლივ ხომ უამრავი ვალუტის გადამცვლელი პუნქტია, ამ მომსახურების მიღება კი ნებისმიერ ბანკშიც შესაძლებელია.
პირველ რიგში იმით, რომ "ემბისი“-ში ყოველთვის უკეთესი კურსია. თუ კომპანიის ვებ-გვერდს გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ აქ ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ყოველთვის უფრო მომგებიანია.
გარდა ამისა, „ემბისი“ გაძლევთ საშუალებას გადაცვალოთ ვალუტა ორი გზით:
- ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად;
- კომპანიის სერვის ცენტრებში.
არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი ხართ თუ იურიდიული - „ემბისი“ ნებისმიერ შემთხვევაში მოგემსახურებათ. ამიტომ, სანამ ვალუტას გადაცვლით, აუცილებლად გადაამოწმეთ რას გთავაზობთ ხსენებული ორგანიზაცია.
ვალუტის კონვერტაციისთვის თუ სერვის ცენტრში მისვლას ამჯობინებთ, უნდა იცოდეთ, რომ „ემბისი“-ს ფილიალები თითქმის ყველა დიდ ქალაქში აქვს, მაგრამ მხედველობაში იქონიეთ მათი სამუშაო საათები:
- ორშაბათი-პარასკევი: 09:50-დან 18:00 საათამდე;
- შაბათი: 09:50-დან 14:00 საათამდე.
რაც შეეხება ვალუტის ონლაინ კონვერტაციას, ამისთვის კომპანიის საიტზე იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ.
პირველი ეტაპი ონლაინ კაბინეტის დარეგისტრირებაა. ეს ერთჯერადი პროცედურაა და მომავალში ყოველთვის, როცა ვალუტის გადაცვლა დაგჭირდებათ, ამ კაბინეტით ისარგებლებთ. ანუ, ერთხელ დაარეგისტრირებთ კაბინეტს და სულ ესაა - შემდეგ თქვენთვის „ემბისი“-ს კარი ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის ყოველთვის ღიაა.
მარტივია თავად რეგისტრაციის პროცესიც: საიტზე მიუთითებთ ფიზიკური პირი ხართ თუ იურიდიული, შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ველები, სადაც პირადი ან კომპანიის შესახებ ინფორმაციის შეყვანა დაგჭირდებათ, ბოლოს იდენტიფიკაციის მარტივ პროცედურასაც გაივლით და სულ ესაა - თქვენი ონლაინ კაბინეტი „ემბისის“ სივრცეში მზადაა.
კაბინეტის რეგისტრაციის შემდეგ, ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის საჭიროებისას, კომპანიას გაუგზავნით კონვერტაციის მოთხოვნის განაცხადს, რომლის დადასტურების შემთხვევაში გადმორიცხავთ თანხას და რამდენიმე წუთში დაკონვერტირებულს მიიღებთ განაცხადში მითითებულ თქვენსავე საბანკო ანგარიშის ნომერზე.
აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: GEL; USD; EUR, RUB.