სამოგზაუროდ ახლა საუკეთესო პერიოდია. თუ უკვე შეარჩიე ქვეყანა, რომლის დათვალიერებასაც აპირებან გეგმავ დაუვიწყარი ახალი წელი გაატარო უცხო ქვეყანაში - აუცილებლად დაგჭირდება იმ ქვეყნის ვალუტის შეძენა, სადაც მიემგზავრები.
შეიძლება ბევრი არც იფიქრო იმაზე, თუ სად გადაცვლი ვალუტას, ირგვლივ ხომ ვალუტის გადამცვლელი ამდენი ჯიხურია, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის.
სანამ ვალუტის კონვერტაციას მოახდენ, აუცილებლად ეწვიე „ემბისი“-ს გვერდს და შეამოწმე კურსი. დარწმუნდები, რომ აქ ყოველთვის უკეთესი კურსია და მომსახურებაც სწრაფი და კომფორტული აქვთ.
რას გთავაზობთ „ემბისი“?
ვალუტის გადაცვლის კომფორტულ სერვისს საუკეთესო კურსით. მომსახურების მიღება შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე, ფილიალში მისვლით.
ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის მხოლოდ იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ. სერვის ცენტრებში კი ვალუტის გადაცვლის მომსახურებას მიიღებთ:
- სამუშაო დღეებში - 09:50-დან 18:00 საათამდე;
- შაბათს კი - 09:50-დან 14:00 საათამდე.
„ემბისი“-ს სერვის ცენტრები საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია, ასე რომ თუ მისვლას და ადგილზე ვალუტის გადაცვლას გადაწყვეტთ, ბევრი ძებნა ნამდვილად არ დაგჭირდებათ.
მაგრამ, თუ დაკავებული ხართ და თქვენთვის სამუშაო საათებში გასვლა პრობლემას წარმოადგენს, ამ შემთხვევაშიც, „ემბისი“ საუკეთესო გამოსავალს გთავაზობთ და ეს ვალუტის ონლაინ კონვერტაციის შესაძლებლობაა საუკეთესო კურსით.
ამ მომსახურებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია დაარეგისტრიროთ ონლაინ კაბინეტი, შეავსოთ ყველა სტანდარტული ველი მოთხოვნილი ინფორმაციით - სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, გაიაროთ მარტივი იდენტიფიკაცია და ასე შექმნათ საკუთრი კაბინეტი „ემბისის“ ონლაინ სივრცეში.
შემდეგი ეტაპი კონვერტაციის მოთხოვნის შესახებ ონლაინ განაცხადის გაკეთებაა, სადაც მიუთითებთ თუ რომელი ვალუტის ყიდვა გნებავთ. „ემბისი"-ს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემდეგ კი, შეძენილი ვალუტა, უმოკლეს დროში, განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდებათ.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ ისარგებლოთ „ემბისში“ ვალუტის გადაცვლის ონლაინ მომსახურებით?
ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ თუ ხართ:
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;
- საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას;
- იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელი გახლავთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.
გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: GEL; USD; EUR, RUB.