წინა საუკუნის 80-იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შემსვლელებს საგამოცდო თემად მისცეს თავისუფალი თემა - "ჩემი ოცნება”.
ერთ-ერთმა ოხუნჯმა აბიტურიენტმა მოკლედ გააცნო გამომცდელებს სანუკვარი სურვილი:
„საოცნებო ქოხი ტყეში
და გოგონა სამჯერ დღეში”
საგამოცდო ნაშრომი შესაფასებლად ერთ ხნიერ პროფესორს შეხვდა, რომელსაც გამოსაცდელზე არანაკლები იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და პასუხად მიაწერა:
„წელკავია სიბერეში,
თანახმა ვარ ერთხელ დღეში! “