ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მომზადება და უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდაჭერა.
"ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელი გზისთვის. ომები თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე დასძინა, რომ მხოლოდ მდგრადი და რეგულარული მხარდაჭერის შემთხვევაში, უკრაინა სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ დარჩება.