ავსტრალიის ქალაქ მელბურნში პროისრაელელ და პროპალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ABC Australia იტყობინება.
პოლიციის მონაცემებით, ორივე მხრიდან აქციებში 400 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კი 20-ზე მეტი პოლიციელი იყო განლაგებული. მომიტინგეები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ და რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ დააკავა პროპალესტინური აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ცოცხალი კორდონი გაარღვია და კონტრაქციის მონაწილეებზე თავდასხმა სცადა.
მელბურნში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ვიქტორიის შტატის პრემიერ-მინისტრი ჯასინტა ალანი და მოუწოდა მოსახლეობას „ამ რთულ დროს ერთმანეთის მიმართ სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინონ“. მისივე თქმით, ვიქტორიის შტატში ანტისემიტიზმის ან ისლამოფობიის ადგილი არაა.