ისლანდიის სამოქალაქო დაცვის სააგენტომ ვულკან ფაგრადალსფიალის შესაძლო ამოფრქვევის გამო ქალაქ გრინდავიკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
უწყებაში განაცხადეს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქვეყნის მეტეოროლოგიურმა ბიურომ ვერ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ „მაგმამ შესაძლოა გრინდავიკს მიაღწიოს“.
ისლანდიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ევაკუაცია სასწრაფო არაა და მოსახლეობამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, ვინაიდან რეაგირებისთვის საკმარისი დრო არსებობს.