გერმანიის ქალაქ ოფენბურგის სკოლაში სროლას, მოსწავლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლეა. პოლიციამ ის უკვე დააკავა.
თვითმხილველთა ჩვენებით, თავდამსხმელი შესვენების დროს საკლასო ოთახში შევიდა და თანაკლასელს ცეცხლი გაუხსნა. მძიმედ დაჭრილი მოზარდის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.